logo
ENG



ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

27 ივლ 202118:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/27/aonnid9w3s0j1av.png

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

როგორც ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ ფორმულას განუცხადა, დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა.

ბიძინა ესებუა პოლიციამ გასული წლის 12 დეკემბერს დააკავა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდა.

შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, რის გამოც პოლიცია უთვალთვალებდა. მათივე ცნობით, ბიძინა ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. 

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ესებუას იარაღი და საბრძოლო მასალა "ჩაუდეს".

***

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 23 ივნისს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ უწყების ოპერატიული ინფორმაციას თანახმად, ესებუა საქართველოში იმყოფება. მას გასული წლის 21 ოქტომბრიდან ეძებენ. 

 


close დახურვა