logo
ENG



ბავშვების შიმშილი - დროება

14 მაი 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

ხანდახან დამღლელიც არის იმის თქმა რამდენ მილიონს ხარჯავს ხელისუფლება პროექტებზე, რომლებიც ბოლომდე არ მიდის, რა თანხები იხარჯება სახელისუფლებო კონცერტებზე, ზეიმებზე, მოგონილი დღესასწაულების აღნიშვნაზე, რამდენი მილიონის საწვავს მოიხმარენ სამინისტროები, დეპუტატები, გამგებლები გუბერნატორები. რამდენი მილიონი ილექება გარიგებული ტენდერების ე.წ. ატკატებზე და ეს მაშინ, როცა გამოკითხულ მოსწავლეთა 35% ამბობს, რომ ყოველთვის შიმშილს განიცდის - ანუ ჩვენი მომავალი უბრალოდ შიმშილობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგალითზე დადასტურებულია, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება სკოლაში უფასო კვება შესაძლებელია - ერთ ბავშვზე, ერთი სასწავლო წლის კვების ღირებულება, სულ რაღაც 680 ლარია რასაც ხელისუფლება მეთერთმეტე წელია ვერ იმეტებს. დროების ჟურნალისტმა ნიკა გოგიჩაიშვილმა სიუჟეტში მაგალითებთან ერთად სრული კონტექსტის აღსაქმელი კალკულაციაც მოგიმზადათ და რომ ვნახოთ და გავიგოთ - რა დაგვიჯდება, რომ საქართველოში ბავშვები მასობრივად არ შიმშილობდნენ.


close დახურვა