logo
ENG



ბათუ ქუთელია:მეეჭვება ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ კონგრესმენების გზავნილი სწორად გაიგოს

17 დეკ 201923:00
3 წუთის საკითხავი
 
89gfjotrc77zt59.jpg

 

ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამერიკელი კონგრესმენების გზავნილს ვერ გაიგებენ და ამაზე მათი მხირდან აშშ-ში „საქმის გასარჩევად“ გაგაზავნილი დელეგაცია მოწმობს.

ამის შესახებ მან გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა.

„როცა ხელისუფლება იწყებს წუწუნს, რომ ვიღაც არასწორად აწვდის ინფორმაციას, ეს მათ უსუსრობაზე მეტყველებს. ეს იყო ყველაზე არასწორი პასუხი, რაც  შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელებს გაეცათ და მერე „საქმის გასარჩევად“ დელეგაცია გაეშვათ „აირაის“ პრეზიდენტთან ან ამერიკელ პარტნიორებთან. აშშ არის ძალიან ძლიერ ინსტიტუციებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ამ ინსტიტუციებს აქვთ თავისი დამოუკიდებელი ინფორმაციის მოპოვების, გაანალიზების, შემდეგ ერთმანეთში გაზიარებისა და შეჯერების მექანიზმები. ამიტომაც ეს ინფორმაცია არ მიდის რაღაც ერთ წყაროზე დაყრდნობით, ის გადის ძალიან ბევრ ფილტრს. ყველანაირ შემაშფოთებელ ტენდენციას დროს აძლევენ და აკვირდებიან. ეს განაცხადი იყო ზოგადად კურსის და არაფორმალური მმართველის მიმართ. ასევე იყო ხალხის მიმართაც, რომ ისინი ხედავენ პრობლემებს და არ უსმენენ მხოლოდ მმართველებს. მაშინაც ვსაუბრობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაეხედა თავისი პოლიტიკა, მაგრამ ყოველთვის ასეთ გზაგასაყარზე, უარესი დაამატეს. ახლა კონგრესმენების კრიტიკა დაიწყეს, რომ ისინი არ არიან წონოსანები. ისინი არიან საქართველოს კორპუსის თანაავმჯდომარეები. იქ არის 50-მდე კონგრესმენი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში შემდგარი დემოკრატია იყოს. ესეც ინსტიტუციური პროცესის ნაწილია. იქ ორი მთავარი აქცენტია გაკეთებული, მთავრობის მიერ წახალისებულ ძალადობაზე და დღევანდელი ტრაგიკული ამბავიც, არის შედეგი სიმპტომების. როცა ძალადობა ხდება სახელმწიფოს მართვის მეთოდი, ის ყველაფერში ვლინდება. სამწუხაროდ, ამ ძალადობაზე დაფუძნებულ სისტემას, ძალიან ბევრი ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვება. ეს არაფორმალური მმართველობითი სისტემა ამ ფაზაშია შესული და ასეთი წერილები სჭირდება. მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“ ამ გზავნილს სწორად გაიგებს, ამის ნიშანია, საქმის გასარჩევად გაგზავნილი დელეგაცია“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში, ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე. გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

 

 


close დახურვა