logo
ENG



ბათუმის მედალფაში ერთი ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა

24 აპრ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკა "მედალფაში" ამ დროისთვის მკურნალობას 37 კოვიდინფიცირებული განაგრძობს. კლინიკაში მართვით სუნთქვაზე ერთი პაციენტი რჩება.

დანარჩენი 36-ის მდგომარეობას, კლინიკ "მედალფას" დირექტორი, ლევან ანთაძე საშუალო და მსუბუქი სიმძიმით ახასიათებს. მისი თქმით, კლინიკაში ერთი უსიმპტომო პაციენტიც მკურნალობს  

„37 პაციენტია დღეის მდგომარეობით. ერთი პაციენტი მართთვით სუნთქვაზეა. დანარჩენ პაციენტებს სხვადასხვა სირთულის პნევმონიები აღენიშნებათ. არიან უსიმპტომო პაციენტებიც“, - განაცხადა ანთაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

close დახურვა