გუშინ ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო-საძიებო სამუშაოებს სამი მყვინთავი აწარმოებდა.
„გუშინ შემოვიდა ინფორმაცია, რომ შუა ხნის მამაკაცი ზღვაში იყო გაუჩინარებული. დღეს დილით გარდაცვლილი მამაკაცი ნაპოვნია წყალში“, - განაცხადეს უწყებაში.