logo
ENG



ბათუმში 2 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს

26 აპრ 202017:55
3 წუთის საკითხავი
 
vxy7ii1tf58yjee.jpg

სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ ჰეროინი შემოიტანა და მის ევროპაში გატანას გეგმავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ჰეროინი. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მლნ. დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ, რომელთა დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში წინა წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდა მსუბუქ ავტომობილში სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსეს, საიდანაც აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენა”, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


close დახურვა