ბათუმში მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში ახორციელებდა, რა დროსაც კორპუსზე დამაგრებული გარე ლიფტი მოწყდა.
"ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.