ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო.
ენმ-ის და სხვა პარტიის წევრები და მხარდამჭერები 2021 წლის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ.
"ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესია, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება და ჩვენ მას მივიყვანთ ბოლომდე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები.
ჩვენ მოგვპარეს არჩევნები. მოგვპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდით. და რახან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გაუსწორებს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ვართ მზად". - თქვა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, ეკითხებიან, რას აპირებს ოპოზიცია.
"მეკიხებიან: რას აპირებთ, საპროტესტო აქციებისკენ უნდა წაიყვანონ ქვეყანა? - ამ დროს კონტრ შეკითხვას ვსვამ - ბელორუსად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს".
[...] რას აპირებთო - რას ვაპიებთ და მსვიდობიანი და არაძალადობრივი გზებით არჩევნების დაბრუნებას, ამას ვაპირებთ". - თქვა ნიკა მელიამ.
ოპოზიცია მსგავსი აქციების ჩატარებას, ბათუმის გარდა, გეგმავს თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, შაბათს, 6 ნოემბერს კი ისინი მხარდამჭერებს თბილისში შეკრებენ და როგორც ნიკა მელიამ თქვა, "სრულიად განსხვავებულ აქციას" ჩაატარებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსი