logo
ENG



ბაიდენი: აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისთვის

30 სექ 202218:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/mgov3g7mvx6zj1f.jpg

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს ლეგიტიმაცია არ აქვს.

"შეერთებული შტატები გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიისთვის. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს გაეროს წესდება და ყველგან ავლეს თავის უპატივცემულობას მშვიდობიანი ერების მიმართ", - განაცხადა ბაიდენმა.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი დღეს 30 სექტემბერს მოაწერეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

ვლადიმერ პუტინმა დღეს, 30 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.


close დახურვა