logo
ENG



ბაიდენი: ისრაელს აქვს უფლება და პასუხისმგებლობაც საკუთარი ხალხის ხოცვა-ჟლეტას უპასუხოს

26 ოქტ 202300:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/26/7msu0yoj6ydzhtr.jpg
Evan Vucci/AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელზე ჰამასის თავდასხმების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელს აქვს "უფლება და პასუხისმგებლობაც", საკუთარი ხალხი დაიცვას და ტერორისტების მიერ მოქალაქეების მკვლელობას უპასუხოს. მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ სიტუაცია აღარ დაუბრუნდება იმ სტატუს-კვოს, რაც 7 ოქტომბრამდე იყო.

"ისრაელს აქვს უფლება და დავამატებ, პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი ხალხის ამ ხოცვა-ჟლეტას უპასუხოს [...] ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ, რომ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად იცხოვრონ გვერდიგვერდ. იმ სტატუს-კვოსთან დაბრუნება არ იქნება, რაც 6 ოქტომბერს იყო. ეს გულისხმობს იმას, რომ ჰამასმა ვეღარ უნდა მოახდინოს ისრაელის ტერორი და ვეღარ გამოიყენოს პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები დამცავ ფარად. ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ როცა ყველაფერი დასრულდება, უნდა არსებობდეს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება შემდეგ", - განაცხადა მან.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა