logo
ENG



ბარამიძე: ხელისუფლებას რუსეთიდან მომავალი დესტაბილიზაციის განეიტრალების სურვილი არ აქვს

18 ივნ 202021:26
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში არც ერთი რუსეთის ჯაშუში არ გამოვლენილა.

ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სურვილი რუსეთიდან მომავალი დესტაბილიზაციის განეიტრალებისა.

„ხელისუფლებას სურდა ამ ყველაფრის მიჩქმალვა და რომ დიდი ალბათობით, არა თქვენ [ფორმულა], სწორედ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ყველანი ამის თაობაზე ვერ გავიგებდით. აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სურვილი რუსეთიდან მომავალი დესტაბილიზაციის განეიტრალებისა. იმიტომ, რომ გვაქვს ფაქტი სახეზე 8 წლის განმავლობაში, 4 000 ადამიანი რომ მუშაობს სუს-ში, რომ იტყვიან წამლად რომ გინდოდეს, 1 რუსეთი ჯაშუში არაა გაუნებელყოფილი. გვაქვს სეროზული ეჭვი, რომ რომ არა უკრაინელი სამართალდამცველების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია და ეს უკვე ფაქტია, უთხრეს ის ინფორმაცია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიდნენ, შესაძლოა, საერთოდ არ დაეკავებინათ ეს ადამიანი. ძალიან სამწუხარო რეალობაა, როდესაც 20% ოკუპირებული გვაქვს და ოკუპირებული ქვეყნის არც ერთი ჯაშუში არ გვყავს განეიტრალებული“, - განაცხადა ბარამიძემ.

 

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ბრალდებებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

ამავე თემაზე: ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომლის ლიკვიდაცია რამზან კადიროვს სურდა, „ფორმულასთანექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ პუტინის თანხმობის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა. 


close დახურვა