logo
ENG



ბასკონიამ საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსი 82-66 დაამარცხა

26 ოქტ 201911:42
3 წუთის საკითხავი
 
7yaqt502l517vwf.jpg

ევროლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ბასკონიამ საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და ანგარიშით 82-ით 66 დაამარცხა.

ესპანური გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა, არასრულ 30 წუთში - 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა და ამ სტატისტიკით მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა.

ოთხი ტურის შემდეგ ბასკონია ევროლიგის გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს და ის მომდევნო თამაშს 29 ოქტომბერს, ვილერბანის წინააღმდეგ ჩაატარებს. 


close დახურვა