logo
ENG



ბაქრაძე: ვაცადოთ ქართულ ოცნებას იმედია ისინი აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას რაც გუშინ აიღეს

09 მარ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულა“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე ისაუბრა. ბაქრაძის განცხადებით, შეთანხმებას ორი მნიშვნელოვანი მხარე აქვს, ეს არის საარჩევნო სისტემის რიცხვები და პოლიტიკური დევნის საკითხი.

 „ვაცადოთ ქართულ ოცნებას, დღეს გვესმოდა ქართული ოცნების მხრიდან ძალინ წინააღმდეგობრივი განცხადებები, მე მესმის მათი, მესმის, რომ ხელისუფლება ერთ დღეში რიტორიკას ვერ შეცვლის და ვერ იტყვის, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, მესმის რომ მათ რაღაც სჭირდებათ, რომ უთხრან საკუთარ ამომრჩეველს და ამიტომ ცდილობენ ეს შეთანხმება გამოიყვანონ მათთვის მომგებიანი კუთხით, ეს ყველაფერი გასაგებია და ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის საერთაშორისო პასუხისმგებლობა, რაც გუშინ აიღეს. ამ დოკუმენტებს აქვს ორი საკითხი, უნდა მოგვარდეს საარჩევნო რიცხვები და ეს არის საკითხის ნახევარი და მეორე ნახევარი ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვითარების სტაბილიზაცია“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმება გუშინ შედგა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება.


close დახურვა