logo
ENG



ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: ნდობა არ არის, ჩავრთავთ დამოუკიდებელ ექსპერტს

22 ივლ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.

რამიშვილის თქმით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან და მან თხოვნით უკვე მიმართა „ემპათიის“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს.

„ავტომობილში უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ბავშვი. ექსპერტიზის წამომადგენლები არიან. ყველა იმ მოქმედებებს ახორციელებენ, რაც საჭიროა. ვინაიდან, მე თავად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტების მიმართ სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან შესაბამისი ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტები. საეჭვოა, არაფერი უღრანი ტყე არ არის დრონს რომ არ დაენახა. გამოძიებას ოჯახი უნდობლობას უცხადებს“, - განაცხადა რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა