logo
ENG



ბაჩანა შენგელიას სანოტარო პროგრამაზე წვდომა აღუდგინეს

15 ივლ 202016:17
3 წუთის საკითხავი
 
12kugmru9iyojfx.jpg

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს - ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. 

როგორც შენგელია წერს, ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოში დავა გაგრძელდება.

„ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში.

რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას", - წერს შენგელია.

ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ამის შემდეგ საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, რაც დღემდე არ სრულდება.

ბაჩანა შენგელიამ სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული ფეისბუკპოსტი დაასახელა.  სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა.


close დახურვა