logo
ENG



ბეირუთის ქუჩებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

16 იან 202013:04
3 წუთის საკითხავი
 
1e2gb5vwk5iwoib.jpg

ლიბანში არეულობა გრძელდება. ბეირუთის ქუჩებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. დაშავებულია 45 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები საბურავებითა და სანაგვე ურნებით გადაკეტეს. შეჭრა სცადეს ცენტრალური ბანკის შენობაშიც.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ახალი თავრობის ფორმირება და ეკონომიკური გეგმის შემუშავებაა. ლიბანის პრემიერი ოქტომბერში, მასობრივი გამოსვლების შედეგად გადადგა. მას შემდეგ ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავს.


close დახურვა