ისრაელის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაფტალი ბენეტს, სერგეი ლავროვის ანტი-სემიტური განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.
"პრემიერმინისტრმა მიიღო ბოდიში პრეზიდენტ პუტინისგან საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების გამო და მადლობა გადაუხადა განმარტებისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მიმართა მისი დამოკიდებულების თაობაზე.
კრემლა განაცხადა, რომ პუტინი ესაუბრა ბენეტს "ისტორიული ხსოვნის, ჰოლოკოსტის და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ", თუმცა ბოდიშის მოხდაზე კრემლში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში თქვა, რომ ნაცისტების ლიდერს ებრაული სისხლი ჰქონდა: "მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია. ფაქტი არ უარყოფს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. მე მჯერა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ზოგიერთი ყველაზე ცუდი ანტისემიტი ებრაელია". მოგვიანებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა სერგეი ლავროვის ანტი-სემიტურ განცხადებებს უპატიებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა.
4 მაისს რუსეთის რაბინმა ლავროვს ჰიტლერის წარმომავლობაზე ნათქვამის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.