logo
ENG



ბესელია:ზურაბიშვილი ალბათ გაუწევს ანგარიშს სინოდის გადაწყვეტილებას

05 ნოე 201912:23
3 წუთის საკითხავი
 
0xafsxds6jqlexg.jpg

 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებას ეხმაურება.  ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა სინოდის პოზიციას გაიზიარებს და ე.წ. ციანის საქმის მსჯავრდებულს შეიწყალებს. 

"ეს არის პრეზიდენტის სრული ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლები. მიჭირს იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მოლოდინი და ვარაუდია, რომ ის ალბათ გაუწევს ანგარიშს სინოდის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა დეპუტატმა. 

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც სინოდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძეს 23 ნოემბერს შეიწყალებს. 

 

 


close დახურვა