logo
ENG



ბესელია პაატა სილაგაძეს:ნამდვილად ჯალათი მოსამართლე ხართ

23 ოქტ 201914:27
3 წუთის საკითხავი
 
k3q1vnqzxv92rvw.jpg

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საპარლამენტო მოსმენაზე, უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს "ჯალათი" უწოდა.

ბესელიამ სილაგაძეს განუცხადა, რომ ის წინა რეჟიმის ყველა დავალებას ასრულებდა, რათა აღნიშნულ პოზიციაზე კომფორტულად ყოფილიყო.

„ნამდვილად ჯალათი მოსამართლე ხართ, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება, ისე გაასამართლებს ნებისმიერ ადამიანს, თუ ასეთი პოლიტიკური დავალება ექნება. თქვენ ასრულებდით იმ წინა რეჟიმის ყველა დავალებას, რათა ამ კომფორტულ პოზიციაზე ყოფილიყავით. თქვენთვის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა არის აბსოლუტური სიყალბე და აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენთ,“ - მიმართა ბესელიამ სილაგაძეს.

შეგახსენებთ, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის მოსმენას პარლემენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი დაუპირისპირდნენ. მათიკაშვილმა ბესელიას კორექტულობისკენ მოუწოდა და მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშა. სწორედ ამას მოჰყვა ბესელიას გაღიზიანება და მას კლანის ხელშემწყობი უწოდა. იქამდე საგანგებო განცხადება გააკეთა თავად კანდიდატმა პაატა სილაგაძემ და აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას კითხვებს პასუხს არ გასცემდა, რადგან მას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი მიკერძოებულია.

 


close დახურვა