მას ყველანაირი შანსი, ბერკეტი ჰქონდა იმისთვის რომ სახელმწიფო, რომელიც არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ ჩაიბარა ნამდვილ დასავლურ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ ექცია. ნდობის მანდატი რომელიც მას 2012-ში ქართულმა საზოგადოებამ მისცა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მოეხმარა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა: გასაოცარი დემოკრატიის ნაცვლად რუსული კვაზიავტორიტარიზმი შემოგვთავაზა, ყველაფერი მიიტაცა რისი მიტაცებაც შეიძლებოდა. სახელმწიფო ქვე-ყანად, როგორც თვითონ თქვა: პატარა, უამბიციო, უპერსპექტივო, აქტიური ადამიანებისგან დაცლილ სოფლად აქცია. ხალხის მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსული - ხალხს დაშორდა და ბოლოს ამ ხალხს ომი გამოუცხადა, აი ზუსტად ისე, როგორც იქ, ჩრდილოეთში - ყასაბმა და მისმა ვასალმა - ბაწკა ლუკაშენკომ. ცდილობს ევროპაში საბოლოო დაბრუნების იდეა მოგუდოს - ამიტომ დაემსგავსა ის ასე ძალიან იანუკოვიჩს, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით მასზე უარესია - ქვეყნიდან გაქცეული რუსეთის მარიონეტმა იანუკოვიჩმა ღიად მაინც თქვა ევროპა არ მინდაო, ეს კი შეფარვით, ტყუილით, სხვაზე გადაბრალებით ცდილობს ევროპას დააშოროს ქართული საზოგადოება. ნახეთ დროების სიუჟეტი - ივანიშვილის იანუკოვიჩის გზაზე, კიდევ უფრო ზუსტად ბიძინა იანუკოვიჩზე.
ბიძინა იანუკოვიჩი - დროება
29 მაი 202220:11
3 წუთის საკითხავი