აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებით გამოწვეული ქაოსი, შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს.
"დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებით გამოწვეული ქაოსი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მომავალი ელის ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
- რა მოხდა რუსეთში? ყველა სიახლე ერთად - პრიგოჟინის აჯანყება