logo
ENG



ბლინკენი: ყველაფერს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი

03 მაი 202320:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/2nr5s48b0tb9mit.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ყველაფერს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოეკიდებოდა.

ბლინკენის თქმით, ვერ დაადასტურებს ცნობებს უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ.

"ყველაფერს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. უკრაინის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს თავის დასაცავად", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა პუტინს და მოსკოვს თავს არ ესხმის. მისი თქმით, უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე იბრძვიან.


close დახურვა