logo
ENG



ბობოხიძე: ივანიშვილი ამ არჩევნებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოიგებს

17 თებ 202022:53
3 წუთის საკითხავი
 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემაში „პპოლიტიკის ფორმულა“, მომავალ საპარალამენტო არჩევნებზე ისაბრა. ბობოხიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ გაიმარჯვებს. ასევე, ბობოხიძის განცახდებით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში ივანიშვილს აქვს იმის იმედი, რომ ის არჩევნებში მაჟორიტარების ხარჯზე გაიმარჯვებს.

„ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს ვერ მოიგებს, ვერცერთ შემთხვევაში. თუ ივანიშვილი ამ არჩევვნებს ვერ იგებს და თუ ვერც პროპორციულს იგებდა, მაშინ რატომ არ გადავიდა პროპორციულზე. მაგრამ მაჟორიტარული სისტემა ამის საშუალებას აძლევს,  პროპორციული ნაწილი რომ წააგო თეორიულად არის შანსი, რომ მაჟორიტარების ხარჯზე მაინც მოიგოს. ჩვენც გვქონდა იგივე იმედი 2012 წელს, როდესაც დავინახეთ იმ პროპორციულ სისტემას ვაგებდით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული წავაგე და ამას ვაღიარებ ჩვენ გვაქვს გამარჯვების შანსი იმიტომ, რომ მაჟორიტარებს ვიგებთ, ბოლომდე გვქონდა იმედი. ბიძინა ივანიშვილსაც აქვს იმედი, თუმა ვერ მოიგებს, მე ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მაძლევს ოფიციალური რიცხვები, რომელიც ჩვენ კი არ დავწერეთ ბიძინა ივანიშვილის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაწერა. 2016 წელს 48%-იანმა ქართულმა ოცნებამ 50 ოლქში ვერ მოუიგო პირველი ოლქი 48%-იან "ქართულ ოცნებასაც" კი არ ჰქონდა იმის ძალა, რომ მას ერთი ერთზე მოეგო "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირველი ტური. როგორ ფიქრობთ 35%-იან ოცნებას სადმე პირველ ტურში რაიმეს მოგების შანსი აქვს. ჩვენ გვეყოლება ერთიანი კანდიდატი არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი კანდიდატი არ იქნება რეალურად ვინც წყვეტს არჩევნების ბედს ბუნებრივია მაქსიმალურად ვიქნებით შეთანხმებული“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 


close დახურვა