logo
ENG



ბოკერია ემიგრანტებზე: ამ რეისების დინამიკით ორი თვე ვერ ჩამოვლენ

06 აპრ 202022:48
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მთავრობამ რესურსები უნდა მიმართოს, რათა ემიგრანტები უსასრულოდ არ დარჩნენ საზღვარგარეთ.

ბოკერიას თქმით, დაანონსებული რეისებით, ემიგრანტები საქართველოში ძალიან დიდხანს ვერ დაბრუნდებიან.

„პოლიტიკური ნება ჭირდება იმას, რომ ეს რესურსები, ფულადიც და ადმინისტრაციულიც, მიმართო ამ პრობლემისკენ, რომ ამ ხალხს დაბრუნების შანსი მისცე გონივრულ ვადაში. არა ის, რომ ფონდში გადმოგვირიცხე ფული და ჩვენ ამას თვითმფრინავზე დავხარჯავთ. შემდეგ აცხადებ რეისების დინამიკას, რომელიც რომ გათვალო, ჩვენი მონაცემებით იქ რამდენი ადამიანიცაა, ორი თვე ვერ ჩამოვლენ. ეს პინგ-პონგი არაფრის მომცემია. გამოსავალი გვინდა.

თვითმფრინავის ფული აქვს მთავრობას და მათთვის ეს უპრობლემოა. წამოსცდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ინფრასტრუქტურულად არ ვართ მზადო. შეიძლება ჯანდაცვის სისტემას უფრთხილდებიან, მაგრამ ესე თქმა, რომ ჩემს ათასობით მოქალაქეს ჩავტოვებ იქ უსასრულოდ, ეს უკანონოა და ამ ხალხის მიმართ არასწორი მიდგომაა“, - განაცხადა ბოკერიამ.


close დახურვა