logo
ENG



ბოკუჩავა: დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ქართველი ხალხის მხარეს დადგეს

29 აგვ 202414:13
3 წუთის საკითხავი
 
ბოკუჩავა: დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ქართველი ხალხის მხარეს დადგეს

გაზაფხულზე მთელმა მსოფლიომ, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, დაინახა, რომ საქართველო ირჩევს ევროპას - როდესაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს და კი - ევროპას. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და აპირებს მის ამოქმედებას.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ შეაჩეროს კანონის მოქმედება, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის მოსამართლეებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიის გზაგასაყარზე დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი.  


close დახურვა