logo
ENG



ბოკუჩავას თქმით, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ტექსტებით მასაც დაურეკეს

31 მაი 202413:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/molicsxep3pl6u3.jpg

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი ტექსტებით მასაც დაურეკეს.

ბოკუჩავას თქმით, აპირებს, რომ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და სასამართლოს მიმართოს.

"გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ და მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს და ასევე მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე და ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია"- თქვა ბოკუჩავამ.

მოგვიანებით, მან ფეისბუქზე დაწერა, რომ შეურაცხმყოფელი ტექსტებით მისი ოჯახის წევრებსაც დაურეკეს.

მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მუქარის შემცველი ზარების განხორციელება განაახლეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ გვიან ღამით ურეკავდნენ.

***

მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ, ასევე იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში სხვადასხვა უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ამასთან, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით. ზარები ქართული ნომრებიდან და უცხო ექვეყნებიდან ხორციელდება.

 


close დახურვა