logo
ENG



ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას არეულობა მოჰყვა

22 ოქტ 201913:41
3 წუთის საკითხავი
 
7emgfcsd08so83d.jpg

 

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას არეულობა მოჰყვა. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში მოქალაქეებმა საარჩევნო ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბოლო ინფორმაციით, ევო მორალესს ამომრჩეველთა ხმების 47, მის მთავარ კონკურენტს კი 37 პროცენტი აქვს. ამ დროისთვის არჩევნების პირველი ტურის ხმების 95%-ზე მეტია დათვლილი. ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს უკვე სამი ვადით იკავებდა.

 


close დახურვა