logo
ENG



ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს ბრაზილიაში 485 ადამიანი ემსხვერპლა

18 მაი 202008:45
3 წუთის საკითხავი
 

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში საავადმყოფოებზე გაზრდილი მოთხოვნაა. ქალაქის მერის განმარტებით, არსებული ტენდენციის ზრდის შემთხვევაში ქვეყანა სირთულეებს ვერ გაუმკლავდება. პანდემიამ სან-პაულო  ბრაზილიაში ყველაზე მეტად დააზარალა.

კოვიდ 19-ით ქალაქში 3 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს ბრაზილიაში 485 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რვა ათასს მიაღწია.

ჯანდაცვის სფეროს ბრაზილიელი ანალიტიკოსების თქმით, ტესტირების სიმცირის გამო, კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული. 


close დახურვა