logo
ENG



ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 471 ადამიანი გარდაიცვალა

23 მარ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა.  ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 4 ათასი ახალი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 471-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკშია დაფიქსირებული. დაავადებულთა შორის 100 სამართალდამცველია.  ქალაქის მერმა სიტუაცია დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მძიმედ შეაფასა. ბილ დე ბლაზიო ხელისუფლებას სამხედრო მობილიზებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსხვერპლის გაზრდაზე საუბრობს. 

შექმნილი მდგომარეობა შეაფასა დონალდ ტრამპმა და თქვა, რომ თვითონ საომარი პერიოდის პრეზიდენტია. კორონავირუსს მან კიდევ ერთხელ უწოდა „ ჩინური ვირუსი" და აღნიშნა, რომ „ ოდნავ ბრაზობს ჩინელებზე", იმის გამო რომ  დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაავრცელეს. პარალელუირად დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვით კალიფორნიისა და ნიუ-იორკისკენ სამხედრო გემები დაიძრნენ. ხომალდენი სამხედო ჰოსპიტალის ფუნქციას შეასრულებენ.

 


close დახურვა