logo
ENG



ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

07 ოქტ 202316:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/1gnqzmx9aqm4rkk.jpg

 

ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისრაელში 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 740 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს"

 


close დახურვა