logo
ENG



ბოლო მონაცემებით, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისას მედიის 48 წარმომადგენელი დაშავდა

05 ივლ 202119:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/88e6tp4zv4ajgzh.jpg

თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აგრესიულად განწყობილი პირები მედიის წარმომადგენლებს თბილისის ქუჩებში დევნიდნენ და თავს ჯგუფურად ესხმოდნენ. ჟურნალისტების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პუტინისტურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააზიანეს არაერთი მედიის ტექნიკაც. 

მედია ჩეკერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულია მედიის 48 წარმომადგენელი, თუმცა სია განახლებადია

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თორნიკე მანდარია

რადიო თავისუფლების ოპერატორი დათო ქორიძე

რუსთავი 2-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი

ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე

ფორმულას ჟურნალისტი რატი წვერავა

მთავარი არხის ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი

მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე

მთავარი არხის ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი

მთავარი არხის ჟურნალისტი დათუნა ახალაძე

მთავარი არხის ჟურნალისტი ანრი ჯოხარიძე

მთავარი არხის ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

მთავარი არხის ჟურნალისტი თორნიკე ბარნაბიშვილი

ფორმულას ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა

ნეტგაზეთის ჟურნალისტი ლუკა პერტაია ​

პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი

პალიტრანიუსის ოპერატორი რომა ტარუღიშვილი

გურიანიუსის ჟურნალისტი მერაბ ცაავა

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი პერტია

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა

რუსთავი 2-ის ოპერატორი ზურა მანაგაძე

რუსთავი 2-ის ოპერატორი ბექა ათაბეგაშვილი

რუსთავი 2-ის ოპერატორი ​​ნიკოლოზ ურუშაძე

ტვ პირველის ჟურნალისტი გუგა მაისურაძე

ფორმულას ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე

ფორმულას ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი

ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი

იმედის ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი

იმედის ოპერატორი შოთა კირვალიშვილი

ფორმულას ჟურნალისტი გიორგი გაბუნია

ფორმულას ოპერატორი ლექსო ხომასურიძე

ტვ პირველის ოპერატორი ლევან ბრეგვაძე

ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი

ფორმულას ოპერატორი ზაზა კაპანაძე

ფორმულას ოპერატორი გიორგი მაისურაძე

ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული

ნიუპოსტის ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე

CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე

მთავარი არხის ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე

მთავარი არხის თაკო ლეკვეიშვილი

მთავარი არხის ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე

მთავარი არხის ოპერატორი ლევან აბლოთია

მთავარი არხის ოპერატორი ლევან კალანდია

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხვის ბრალდებით. 

პრორუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა