logo
ENG



ბორელი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

22 მაი 202422:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/d9rg98f0j8hpjgh.jpg

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ქართულ ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს. 

"ვენეციის კომისია მტკიცედ ურჩევს საქართველოს, გააუქმოს კანონი "უცხოური გავლენის კანონი" არსებული ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს ეს რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დაცვის მიზნით", - წერს ბორელი X-ზე. 

გუშინ, 21 მაისს ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნდა, სადაც მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.


close დახურვა