logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: 13 ინფიცირებულის მდგომარეობა საყურადღებოა

01 მაი 202010:29
3 წუთის საკითხავი
 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კოვიდ-19-ზე მკურნალობას 65 ადამიანი განაგრძობს. კლინიკაში ამ ეტაპზე 12 არასრულწლოვანია მოთავსებული.

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს 10 პაციენტის პასუხს ელოდებიან, მათგან ერთს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა.  

ინფექციონისტ ნინო ალხაზიშვილის განმარტებით 13 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მათ პნევმონია  უდასტურდებათ. 

„ამ ეტაპზე ბოქსირებულ სექტორში არის 74 პაციენტი, აქედან ინფიცირებულია 65. 18 წლამდე 12 პაციენტია, 13 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ერთი პაციენტის განმეორებით პასუხს ველოდებით. მასთან ერთი უარყოფითი უკვე იყო მიღებული და ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს და მასზეა დამოკიდებული გაეწერება თუ არა პაციენტი კლინიკიდან“, - განაცხადა ალხაზიშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან  184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 ტებერვალს დაფიქსირდა. 

 



close დახურვა