logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: 4 პაციენტი საყურადღებოა ორმხრივი პნევმონიის გამო

22 აპრ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 21 პაციენტი. დღეს კი ორი ადამიანი საავადმყოფოს დატოვებს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

"14 პასუხს ველოდებით. 48 პაციენტია ჯამში, საიდანაც 21 დადასტურებულია. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეწერება. 4 პაციენტი საყურადღებოა ორმხრივი პნევმონიის გამო, სასულიერო პირის მდგომარეობა კი სტაბილურია. რაც შეეხება არასწრულწოვანებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ნაკლებად გამოიხატება რაიმე კლინიკური ნიშანი. ამ დროისთვის გვრჩება 5 არასრულწლოვანი ბავშვი. გუშინ 6 იყო, თუმცა დღეს ერთი გაეწერება. უმეტეს შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ მშრალი ხველა და ტემპერატურა. თუმცა არის შემთხვევები, როცა საიმტომები არ არის",-აღნიშნა სოლოღაშვილმა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაიფიცირებულთა რაოდენბა 411-მდე გაიზრდა. გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573. 

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 


close დახურვა