logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა

22 აპრ 202010:11
3 წუთის საკითხავი
 
otqz0lce65s48zh.jpg

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573. 

Covid-19-ს საქართველოში უკვე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

 

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

close დახურვა