logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: ერთი ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

05 მაი 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი მკურნალობს. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. ბოჭორიშვილის კლინიკაში ასევე მოთავსებულია 12 არასრულწლოვანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.

ინფექციონისტ ნინო ალხაზიშვილის თქმით, 14 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან ორს  გაბმეორებითი ტესტირები, პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.

„დღის განმავლობაში შემოსული 7 პაციენტი კი, კვლევაში დღეს ჩაერთვება. ბოქსირებულ სექტორში სულ 84 პაციენტია. აქედან კოვიდ ინფიცირებულია 67-ია. ერთი პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამ პაციენტებიდან 12 არის 18 წლამდე. ველოდებით 14 პაციენტის პასუხს. დღის მეორე ნახევარში 7 პაციენტია შემოსული და ისინი ცაერთვებიან კვლევაში“, - აცხადებს ინფექციონისტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია 604 პირი. აქედან, ამ დროისთვის 240 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ვირუსს ემსხვერპლა 9 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე რჩება. საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა