logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული შეიყვანეს, მათგან ორი ბავშვია

06 მაი 202010:27
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, 1 პაციენტი რეანიმაციაში რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი, სტაბილურია.

მისივე თქმით, კლინიკას დაემატა 3 ახალი პაციენტი, მათგან 2 ბავშვია.

„დილის მდგომარეობით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი, აქედან 69-ს აქვს დადასტურებული კოვიდ-19. 19 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი. აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან და ერთი მოზრდილი. სამივეს მდგომაროება არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. გარდა ამისა, 1 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 არის საყურადღებო“, - განაცხადა მაკასოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა