ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „The Guardian“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს პრეს-სპიკერს დაუდგინდა, რომელიც მასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
ბრაზილიის პრეზიდენტის შვილის ედუარდოს განცხადებით, მამამისს „დაავადების არანაირი ნიშნები არ აღენიშნება“.