logo
ENG



ბრაუდერი EU-ს მოუწოდებს, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ

19 მარ 202313:34
3 წუთის საკითხავი
clock 584
2023/03/19/a2740oes0kdrrwv.jpg
Carl Court/Getty Images

მაგნიტსკის აქტის ავტორი ბილ ბრაუდერი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, ვინც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე არიან პასუხისმგებლები.

POLITICO-სთან ინტერვიუში ბრაუდერმა განაცხადა, რომ დროა, ევროკავშირმა გააფართოოს სანქცირებულთა სია და მოიცვას საქართველოში ის ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

"ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება ის [სააკაშვილი] მოკვდება.

მაგნიტსკის სანქციები არაა რუსული სანქციები. ეს გლობალურია... შეეხება მსოფლიოს. და თუ ვიღაც არღვევს ადამიანის უფლებებს, თუ ვიღაც უხეშად არღვევს ადამაინის უფლებებს - რაც ვფიქრობ, მის [სააკაშვილის] შემთხვევაში ნათელია - მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს“ - განაცხადა ბრაუდერმა სააკაშვილზე.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილამ მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს 2023 წლის იანვარში მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

ბილ ბრაუდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 8 იანვარს უპასუხა და იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაზე.


close დახურვა