ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრემლი რუს საჯარო ოფიციალურ პირებსა და მოხელეებს საზღვარგარეთ მოგზაურობაზე სულ უფრო მკაცრ შეზღუდვებს უწესებს, რათა ქვეყნიდან არ გაიქცნენ.
დაზვერვის ცნობით, ზოგიერთ საჯარო მოხელეს უსაფრთხოების ფედერაციულმა სამსახურმა (FSB) პასპორტი ჩამოართვა.
"ძალაუფლების ცენტრთან ახლოს თანამშრომლებს უფრო მკაცრი შეზღუდვები ეხებათ. კრემლის ოფიციალურ პირებს აკრძალული აქვთ დასვენების მიზნით საზღვარგარეთ მოგზაურობა" - წერია განცხადებაში.
ბრიტანეთის თქმით, ეს იმ ზომების გაფართოებაა, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან არსებობს. მოგზაურობაზე შეზღუდვები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გამკაცრდა.
დაზვერვა აცხადებს, რომ ამ ზომების მიზანი, სავარაუდოდ, ისაა, რომ თავიდან აიცილონ სულ უფრო მზარდად უკმაყოფილო ოფიციალური პირების ქვეყნიდან გაქცევა. უწყების თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთზე სანქციების ფონზე მოგზაურობაზე შეზღუდვები გამკაცრდება და უფრო მეც საჯარო მოხელეს შეეხება.