logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთმა კონტრშეტევის გამო საბრძოლო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდა

14 ივნ 202315:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/k8zgxg0wozsh4yz.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის კონტრშეტევის გამო საბრძოლო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაიზარდა, განსაკუთრებით სამხრეთ უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა, იყო რეაქცია უკრაინის შეტევითი ოპერაციების დაწყების შესახებ", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვა აცხადებს, რომ სამხრეთ უკრაინა რუსეთის საჰაერო ოპერაციებისთვის ხშირად უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე ფრონტის სხვა სექტორები.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა 7 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.


close დახურვა