logo
ENG



ბრიტანეთი: უკრაინამ კიევის აღმოსავლეთით ხელახლა დაიკავა ქალაქები და თავდაცვითი პოზიციები

25 მარ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/w8kz7z9xpo4y1ha.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა კიევის აღმოსავლეთით ქალაქები და თავდაცვითი პოზიციები დაიბრუნეს.

"უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ რუსული ძალების უკან დახევას კიევიდან", - განაცხადა სამინისტრომ.

ამავდროულად, რუსული ძალების შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესისკენ წინსვლა შეჩერებულია.

უკრაინის ოფიციალური ანგარიშების თანახმად, ხუთშაბათს ინტენსიური ბრძოლების შედეგად ქვეყნის ჯარებმა კიევის აღმოსავლეთით  ტერიტორია დაიბრუნეს. CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ლუკიანოვკას პატარა დასახლებაში, დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, უკრაინული ჯარები და რამდენიმე დატყვევებული რუსული ჯავშანტექნიკა ჩანს.

23 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი, მათ შორის მაკარივი და მოსჩუნიც. 

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსულ ძალებს ხელახლა ორგანიზებასა და კიევზე შეტევის განახლებაში ხელს შეუშლის.


close დახურვა