logo
ENG



ბრიტანეთი NATO-ში დამატებითი სამხედრო ძალებისა და იარაღის გაგზავნას განიხილავს

30 იან 202212:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/30/89vizaqf22vdwkb.jpg
Reuters

დიდი ბრიტანეთი უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებაზე საპასუხოდ ევროპის საზღვრების გასამაგრებლად NATO-ში დამატებითი ძალების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა.

ჯონსონი NATO-ს თავდაცვის პაქტის ფარგლებში ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდ შესაძლო შეთავაზების გაკეთებას განიხილავს, რაც გააორმაგებს სამხედროებისა და თავდაცვის იარაღების რაოდენობას ესტონეთში.

„ეს პაკეტი იქნება მკაფიო მესიჯი კრემლისთვის - ჩვენ არ დავუშვებთ მათ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და ჩვენ ყოველთვის ვიდგებით NATO-ში ჩვენი მოკავშირეების გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

მე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, რომ მოემზადონ ევროპაში მომავალ კვირას ძალების განთავსებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ NATO-ში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა შეგვიძლია“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიუსელისადმი შეთავაზების ოფიციალური დეტალები მომავალ კვირას დაზუსტდება, მინისტრები ორშაბათს სამხედრო გზებს მიმოიხილავენ.

პრემიერმინისტრი ჯონსონი რეგიონს მომავალ კვირას ეწვევა, ვლადიმერ პუტინთან კი სატელეფონო საუბარია ჩანიშნული.

რუსეთის ხელისუფლებასთან შესახვედრად მოსკოვში მომდევნო დღეებში ბრიტანეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებიც გაემგზავრებიან. ვიზიტის მიზანი ურთიერთობების გაუმჯობესება და დაძაბულობის დეესკალაციაა.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მძიმე სანქციები მოჰყვება.


close დახურვა