logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ავდეევკას მახლობლად დიდ დანაკარგებს განიცდის

28 მარ 202311:49
3 წუთის საკითხავი
clock 431
2023/03/28/475ejet8s2b5nkt.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ავდეევკას მახლობლად დიდ დანაკარგებს განიცდის.

"ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას რუსული ჯარები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და იქ მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ბოლო დღეებში, რუსეთი აგრძელებს პრიორიტეტის მინიჭებას ავდეევკას ალყაში მოქცევის ოპერაციას. რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, სავარაუდოდ, ტანკების უმეტესი ნაწილი დაკარგა სამხრეთიდან ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, ჯავშანტექნიკის დანაკარგები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ტაქტიკურად არასწორი ფრონტალური შეტევებით, ისევე როგორც სხვა ბოლოდროინდელი წარუმატებელი რუსული შეტევები, ქალაქ ვუჰლედარის გარშემო.

26 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა რეგულარულად დაიწყო ირანული წარმოების დრონების მიღება. დაზვერვის თქმით, მარტის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინაში 71 ირანული უპილოტო თვითმფრინავი Shahed გაუშვა.


close დახურვა