logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს ავდეევკასთან დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს

18 ნოე 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/qdeml6yzwgfsot3.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს.

"გასული კვირის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური სახმელეთო ბრძოლები ფრონტის სამ სექტორში მიმდინარეობდა. ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია პროგრესს, მაგრამ რუსეთს დონეცკის ოლქში, ავდეევკას მახლობლად განსაკუთრებით მძიმე დანაკარგი აქვს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავდეევკას მახლობლად გამართულ ბრძოლებში რუსული ძალები დღეში 500-დან 1000-მდე ჯარისკაცს კარგავენ.

"აღმოსავლეთ უკრაინაში ზამთრის ცივი ამინდის დაწყებასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა