ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და კრემინნაის მიდამოებში, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თანდათან წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, ქალაქ კრემენნაიას გარეუბნამდე."- წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას სხვადასხვა სექტორში მძიმე ბრძოლების ფონზე შეზღუდული მიღწევები აქვთ.
"ამ ვითარებაში, ორივე მხარის მთავარი ამოცანაა შექმნან ჯარის ნაწილები, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებიათ ფრონტზე და ისინი შეძლებენ არსებული ტაქტიკური წარმატებების გამოყენებას ოპერატიული გარღვევის შესაქმნელად."- წერის ბრიტანეთის დაზვერვა.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 16 January 2023
Find out more about the UK government's response: https://t.co/W1uSYAIeGE
#StandWithUkraine pic.twitter.com/LO82vM2DDX
* * *
- 13 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს. უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის "გათავისუფლება" 12 იანვრის საღამოს დაასრულეს.
- ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის მთლიან ტერიტორიას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა, სერჰიი ჩერევატიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ რუს სამხედროებს სოლედარი არ დაუკავებიათ და ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.