დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყენა, რაც რუსეთის მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65%-ია.
დაზვერვის ცნობით, სავარაუდოა, რომ ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი ახლა საბრძოლველად არაეფექტურია.
“სავარაუდოა, რომ ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი ახლა საბრძოლველად არაეფექტურია. რუსეთის ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფებმა, მათ შორის VDV საჰაერო სადესანტო ძალებმა, ყველაზე მაღალი დონის დანაკარგი განიცადეს. რუსეთის ამ ძალების აღდგენას ალბათ წლები დასჭირდება“, - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.