logo
ENG



ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

19 ნოე 202218:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/ihflbdbjtm4ivmh.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო ზელენსკის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრისას ორი ქვეყნისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

„ომი დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ძლიერი მოკავშირეები არიან. დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ერთად ჩვენ ვართ ძლიერები და მივიღებთ სასურველ შედეგებს“ - განაცხადა ზელენსკიმ.

 

close დახურვა