დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაიწყო.
ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში პირველი ინიექცია, მოხალისეს უკვე შეუყვანეს. მას შემდეგ რაც პრეპარატის ცხოველებზე ჩატარებული კვლევები წარმატებულად დასრულდა, COVID-19– ის წინააღმდეგ შესაძლო ვაქცინას 300 ადამიანს გაუკეთებენ.
გამოცდის პირველი ეტაპის შემდეგ, კვლევა ოქტომბერში, 6 ათასამდე მოხალისის მონაწილეობით გაგრძელდება.
სამეფო კოლეჯის მიერ შემუშავებული მეთოდი ვაქცინის წარმოების ახალი მიდგომაა, რომლის მიზანია იმუნური სისტემის რეაგირების გამოწვევა, COVID-19 ვირუსის განვითარების გარეშე. სამეფო კოლეჯის მკვლევარების გუნდი იმედოვნებს, რომ ვაქცინის მასიური გავრცელება დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში 2021 წლიდან დაიწყება.