logo
ENG



ბუთხუზი: ჩვენ 210 მოხალისის აცრა გვსურდა, მათგან მხოლოდ 30-მდე იყო ცნობილი

06 აპრ 202115:42
3 წუთის საკითხავი
 
ბუთხუზი: ჩვენ 210 მოხალისის აცრა გვსურდა, მათგან მხოლოდ 30-მდე იყო ცნობილი
რადიო თავისუფლება

ბიოლოგი ლევან ბუთხუზი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, სავარაუდოდ, დაბლოკა მოხალისეთა აცრის ინიციატივა. 

მისივე თქმით, ის არგუმენტი, რაც დღეს თამარ გაბუნიამ მოიყვანა - რომ "100 ცნობილი ადამიანის აცრა გამოიწვევდა უსამართლობის, უთანასწორობის შეგრძნებას", ტყუილი არგუმენტია.  

დღეს, 6 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ აცრის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 100 ცნობად სახეს აღარ აცრიან. მისი განცხადებით, კამპანიის დაანონსებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ამიტომ გადაწყვიტეს, საჯაროდ ის ცნობადი სახეები აცრან, რომლებსაც ვაქცინა ისედაც ეკუთვნით. 

ბუთხუზმა ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში ახსნა, რომ მისი ინიციატივა სხვა იყო და 210 მოხალისის აცრას ითვალისიწინებდა და მათგან მხოლოდ 30-მდე ადამიანი თუ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. 

ამიტომ, მისი შეფასებით, გაბუნიას არგუმენტი მართალი არ არის. 

"მთელი იდეა ზუსტად ის იყო და ის მოეწონა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ ზუსტადაც არაცნობადი სახეები იყვნენ და კურიერი კურიერს მოიზიდავდა, ბუღალტერი - ბუღალტერს, მეცნიერი - მეცნიერს და ა.შ. 

NCDC-ს გავუგზავნეთ ჩვენი ხედვა, რომ აცრა არ უნდა ყოფილიყო ლაივში და ყოფილიყო ჩაწერილი, რომ მესიჯ-ბოქსზე უნდა შევთანხმებულიყავით, იმიტომ, რომ ადამიანები მოგვეზიდა. NCDC ძალიან მხარდამჭერი იყო ამ ინიციატივის, გვპირდებოდა, რომ სამინისტროში იქნებოდა ჩვენი ლობისტი. ველოდებოდით პასუხს". - თქვა ლევან ბუთხუზმა.  

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები შეზღუდვებზე ლაპარაკობენ, პარალელურად კი, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 3 კვირის თავზე ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი. 


close დახურვა